ჩაწერეთ საძიებო სიტყვა
GEO

თეგეტა რენტალსმა "სპექტრთან" მემორანდუმს მოაწერა ხელი

სსიპ კოლეჯი „სპექტრი“-ს დირექტორმა მათე ტაკიძემ და შპს „თეგეტა რენტალს“-ის დირექტორმა ბექა მეთეფშიშვილმა ა.წ. 19 თებერვალს ურთიერთანამშომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

19 თებერვალს თეგეტა რენტალსმა ხელი მოაწერა მემორანდუმს რის მიხედვითაც გაფორმდა თანამშრომლობა თეგეტა რენტალსსა და საზოგადოებრივ კოლეჯ "სპექტრს" შორის. მემორანდუმის თანახმად მხარეები უზრუნველყოფენ ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სასწავლო პროცესის მონაწილეთა თანამშრომლობასა და ერთობლივი სასწავლო-შემოქმედებით და სამეწარმეო უნარჩვევებზე ორიენტირებულ საქმიანობას.